(ძველი. ბერძნული. τροφή (trophē) - საკვები), - კვების პროცესში ურთიერთდაკავშირებული ორგანიზმების სისტემა (კონსუმენტების, პროდუცენტების და რედუცენტების), რომლებიც თანმიმდევრულად ურთიერთქმედებენ კვების პროცესში. ტროფიკული ჯაჭვი გამოიხატება ერთი სახეობის ინდივიდების კვებაში სხვა სახეობის ცოცხალი ინდივიდების, მათი სასიცოცხლო საქმიანობის პროდუქტების ან მათი მკვდარი ნაშთების ხარჯზე. ეკოლოგიური სისტემის შიგნით ორგანულ ნივთიერებებს მცენარეები ქმნიან. მათ ჭამენ ცხოველები, რომლებიც, თავის მხრივ, სხვა ცხოველებს ჭამენ. ამ თანმიმდევრობას ეწოდება კვების ჯაჭვი და თითოეულ რგოლს ეწოდება ტროფიკული დონე. ტერმინი "ტროფიკა" მოდის ბერძნული სიტყვიდან trophos - "კვება". კვების ჯაჭვის კომპონენტები: კონსუმენტები (ლათინური. consume - მომხმარებლობა) - ჰეტეროტროფული ორგანიზმები, რომლებიც ავტოტროფულთა ხარჯზე იკვებებიან. პირველი რიგის კონსუმენტებია ბალახის მჭამელი ცხოველები, აგრეთვე პარაზიტული ბაქტერიები, სოკოები და სხვა. უქლოროფილო მცენარეები, რომლებიც ცოცხალი მცენარეების ხარჯზე ვითარდებიან. მეორე რიგის კონსუმენტებია მტაცელბები და ბალახის მჭამელი ორგანიზმების პარაზიტები. არიან მესამე და მეოთხე რიგის კონსუმენტებიც (ზეპარაზიტები, სუპერპარაზიტები და მათი მსგავსნი), მაგრამ კვების ჯაჭვებში 5 რგოლზე მეტი არ არის. ყოველ მომდევნო ტროფიკულ დონეზე ბიომასის რაოდენობა მკვეთრად კლებულობს. პროდუცენტები (ლათინური. producentis - წარმომქმნელი, შემქმნელი) - ორგანიზმები, რომელთაც აქვთ ფოტო ან ქემოსინთეზის უნარი და კვებით ჯაჭვში არიან ორგანული ნივთიერებათა წარმომქმნელები არაორგანულიდან - ავტოტროფული ორგანიზმები (მცენარეები და რამდენიმე ბაქტერია); პროდუცენტები (ლათინური. reduco - ვაბრუნებ, აღვადგენ; ასევე დესტრუქტორები, ლათინური. destruo -ვანგრევ) - მიკროორგანიზმები (ბაქტერიები და სოკოები), რომლებიც შლიან მკვდარ ორგანულ ნივთიერებებს და გარდაქმნიან მას არაორგანულ ნივთიერებებად, რომელთაც უნარი აქვთ აითვისონ სხვა ორგანიზმები - პროდუცენტები).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024