&
K R

ტა ტე ტო ტრ ტუ ტყ
ტუნ ტუტ

ტუნდრა

(ფინ. tunturi - უტყეო, მოშიშვლებული ბრტყელი მაღლობი) - უტყეო ტერიტორია, რომელიც მდებარეობს ტაიგის ზონის ჩრდილოეთით და მასთან გარდამავალი ტერიტორიით ტყის ტუნდრითაა დაკავშირებული. ტუნდრა ჩამოყალიბდა ცივი, ჭარბტენიანი ჰავისა და მარადი მზრალობის პირობებში, სუსტად განვითარებულ ნიადაგზე. მცენარეულობის ტიპი, რომელიც დამახასიათებელია არქტიკული ტერიტორიისვის. ჩრდილოეთით ესაზღვრება არქტიკული უდაბნოები, სამხრეთით - ტყეები. სკანდინავიის, ურალის, ციმბირის, ალასკის, ჩრდილოეთ კანადის მთებში ე.წ. მთის ტუნდრა გვხვდება. ტუნდრაში ჭარბობს მრავალწლოვანი მცენარეები: ხავსები, მღიერები, ბალახოვანი ჰემიკრიპტოფიტები და ქამეფიტები (კორდიანი, ფესურიანი, ბალიშა და ნახევრად ბალიშა, როზეტისებრი და ნახევრად როზეტისებრი მცენარეები), ფოთოლმცვივანი ქონდარა ბუჩქები და სხვა. კანადისა და გრენლანდიის სუბარქტიკულ ტუნდრაში გაბატონებულია ერიკოიდული ბუჩქები. ტუნდრას იყენებენ ირმის საძოვრებად, სამონადირეო სავარგულებად; აგროვებენ კენკრას (მიწამაყვალა, ლურჯი მოცვი). დამუშავებულია ტუნდრაში მაღალმოსავლიანი მდელოების შექმნის ხერხები.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9