ბუნებრივი ან ნაწილობრივ ხელოვნური წარმოშობის ტყის მასივი, რომელიც წარმოადგენს გარკვეული ლანდშაფტურ - დაგეგმვითი სისტემის ნაწილს. განკუთვნილია მოკლევადიანი დასვენებისთვის. როგორც წესი, ტყეპარკები იქმნება ქალაქების საგარეუბნო რაიონების ტყეებში, ულამაზეს ადგილებში, კარგი სატრანსპორტო ქსელით. ტყეპარკი, რეკრეაციულის გარდა, სანიტარულ - ჰიგიენურ ფუნქციებსაც ასრულებს, რაც სასარგებლო გავლენას ახდენს ურბანული გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024