&
K R

ტა ტე ტო ტრ ტუ ტყ
ტყე ტყი

ტყე-ტუნდრა

ზომიერი და ცივი სავანა, რომელიც გვხვდება მაღალ განედებზე და შედგება მიმოფანტული ან შეკრული ხეებისა და ბუჩქების ფენისგან, სხვადასხვა საფარით. ზოგადი ტერმინი გარდამავალი ჰაბიტატის უხეო სუბპოლარული ტუნდრადან დახურულ ბორეალურ წიწვოვან ტყეებამდე (ტაიგა). ტყე - ტუნდრა, ისევე როგორც ტაიგა, გამონაკლისის სახით გვხვდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, რადგან სამხრეთ ნახევარსფეროში არ არის დიდი მიწის მასები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბორეალური ტყეებისთვის დამახასიათებელ კლიმატს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9