&
K R

უბ უდ უზ ულ უმ უნ ურ უს უტ უფ უჯ
უდა

უდაბნო

ტერიტორია უკიდურესად მშრალი კონტინენტური კლიმატით, საკუთარი მდინარის ქსელის არარსებობით, ძალიან იშვიათი მცენარეულობითა და ხშირად მარილიანი ნიადაგებით. ასხვავებენ ქვიშიან, ქვიან, თიხიან, მარილიან უდაბნოებს. ცალკე გამოყოფენ არქტიკულ უდაბნოებს (ინგლ. Polar Desert) ანტარქტიდასა და არქტიკაში, რომლებიც შეიძლება იყოს თოვლიანი და უთოვლო (მშრალი). თოვლიანი უდაბნოების ფართობი შეადგენს არქტიკული უდაბ-ნოების მთლიანი ფართობის 99% -ზე მეტს. ყველაზე ცნობილი ქვიშიანი უდაბნოა - საჰარა (ფართობის მიხედვით - უდიდესი ქვიშიანი უდაბნო), რომელსაც აფრიკის კონტინენტის მთელი ჩრდილოეთი ნაწილი უკავია. უდაბნოებთან ახლოს არის ნახევრად უდაბნოები (გაუდაბნოებული სტეპები), რომლებიც ასევე ექსტრემალურ ლანდშაფტებთან არის დაკავშირებული. უდაბნოები - უდიდესი სახმელეთო ბიომია პლანეტა დედამიწაზე. მთლიანად, მსოფლიოში უდაბნოებს 21.0 მილიონი კმ2 ფართობი უკავია (ანტარქტიდისა და არქტიკის პოლარული უდაბნოების გამოკლებით), ანუ მიწის ზედაპირის დაახლოებით 14%, ხოლო პოლარული უდაბნოებით კი, 20% -ზე მეტი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9