(ლათინური. ultra - მეტი, მიღმა და violet - იისფერი) - გამოსხივება, რომელიც იკავებს სპექტრულ დიაპაზონს ხილულ და რენტგენის გამოსხივებას შორის. მისი ტალღის სიგრძე 100-დან 400 ნმ-მდეა (7.5⋅1014–3⋅1016 ჰც). ულტრაიისფერი გამოსხივება 1801 წელს გერმანელი ქიმიკოს, ფიზიკოს, რომანტიკოს - ფილოსოფოსის იოჰან ვილჰელმ რიტერის (გერმ. Johann Wilhelm Ritter, 1776 - 1810) მიერ იქნა აღმოჩენილი. მან დაადგინა, რომ ვერცხლის ქლორიდი, რომელიც იშლება სინათლის ზემოქმედებით, უფრო სწრაფად იშლება, იისფერი სპექტრის საზღვრებს მიღმა მდებარე,უხილავი გამოსხივების მოქმედებით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024