(ლათინური. Protozoa, ძველი.ბერძნული. πρῶτος - პირველი და ζῷα მრავლობითი რიცხვის ფორმები ძველი. ბერძნული. ζῷον - ცოცხალი არსება ერთუჯრედიანი ცხოველების ტიპი ევკარიოტების ჯგუფისა. რავალუჯრედიანი ორგანიზმების უჯრედებისაგან განსხვავებითმათ მაღალორგანიზებული უჯრედი აქვთ. ახასიათებთ ყველა სასიცოცხლო ფუნქცია: ნივთიერებათა ცვლა, გაღიზიანებადობა, მოძრაობა, გამრავლება. პროტოზოების უმეტესობა - მიკროორგანიზმებია, მაგრამ ზოგიერთის (მაგალითად, კოლონიური ინფუზორიები ზოოთამნიუმი - Zoothamnium, ან ცალკეული სპიროსტომუმი - Spirostomum) ზომა რამდენიმე მილიმეტრს აღწევს და შეუიარაღებელი თვალით კარგად ჩანს. უმარტივესთა შორის არ არსებობს ნამდვილი მრავალუჯრედიანი ფორმები.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024