&
K R

უბ უდ უზ ულ უმ უნ ურ უს უტ უფ უჯ
ურბ

ურბანული სითბური კუნძული

მეტეოროლოგიური ფენომენი, რომელიც შედგება ურბანული სივრცის ტემპერატურის მატებით მის მიმდებარე გარეუბნებთან შედარებით. იგი ძირითადად დაკავშირებულია ურბანულ პირობებში გარემოს მნიშვნელოვან ცვლილებებთან, რაც მისი თვისებების გარდაქმნას იწვევს: გამოსხივების უნარი (მოკლე და გრძელი ტალღის გამოსხივების სტრუქტურის ცვლილება), თერმული თვისებები (თერმული სიმძლავრის ზრდა), აეროდინამიკური (ქარის საშუალო სიჩქარის შემცირება) ან ტენიანობა (ფარდობითი ტენიანობის შემცირება). სითბოს კუნძულის ინტენსივობის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ტემპერატურის სხვაობა ქალაქსა და გარეუბნებს შორის. დიდ ქალაქებში მას შეუძლია მიაღწიოს (მაქსიმალური ინტენსივობით, შესაბამისად, ღამით) 10-15°C მდე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9