მოსახლეობის, ეკონომიკური ობიექტების და გარემოს დაცვა საფრთხისაგან საგანგებო სიტუაციების პირობებში. არსებობს უსაფრთხოების სახეობები (სამრეწველო, რადიაციული, ქიმიური, სეისმური, სახანძრო, ბიოლოგიური, ეკოლოგიური), ობიექტები (მოსახლეობა, ეკონომიკური ობიექტები, გარემო) და საგანგებო სიტუაციების ძირითადი ყაროები. მიიღწევა საგანგებო სიტუაციების უარყოფითი ზემოქმედების პრევენციით, თავიდან აცილებით ან მინიმუმამდე შემცირებით. უზრუნველყოფილია სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თმმართველობების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, მოსახლეობის, აგრეთვე სპეციალური ძალებისა და საშუალებების საქმიანობით, რომლებიც შექმნილია მოქალაქეების, ქვეყნის შიგნით ან მის ნაწილში არსებული მიწის, წყლის, საჰაერო სივრცის, სამრეწველო და სოციალური დანიშნულების ობიექტების, ბუნებრივი გარემოს საგანგებო სიტუაციების პირობებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024