სამრეწველო ნარჩენების უტილიზაცია მათ მეორად გამოყენებას წარმოადგენს ახალი ფუნქციური ფორმით. ეს ხდება გადამუშავების შემდეგ: 1. ნარჩენების მეორადი ნედლეულის, საწვავის, სასუქების სახით გამოყენება; 2. საქმიანობა, რომელიც უკავშირდება ნარჩენების გამოყენებას მათი ტექნოლოგიური ციკლის ეტაპებზე და/ან ჩამოწერილი პროდუქციის ხელახალი (მეორადი) გამოყენების ან გადამუშავების უზრუნველყოფა. წარმოებათა ნარჩენების უტილიზაცია ხორციელდება 4 მთავარ ეტაპად: სამრეწველო ნარჩენების შეგროვება და დახარისხება; ნაგავსაყრელებზე გატანა; ნარჩენების სახეობიდან გამომდინარე რეკუპერაცია და უტილიზაცია; გამოუდეგარი ნარჩენების განკარგვა. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს წარმოებათა სტიმულირება ნარჩენების უტილიზაციისა და რეკუპერაციის ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, რათა გარემოს რაც შეიძლება მცირე ზიანი მიადგეს. ნარჩენების უტილიზაცია წყვეტს ეკოლოგიური ბალანსის დაცვისა და ნედლეულეულის ეფექტური გამოყენების საკითხებს. ინდუსტრიის ზრდასთან ერთად ეს პრობლემები კიდევ უფრო მწვავდება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024