მათგან ღირებული და არაწვადი კომპონენტების მოპოვება, რასაც მოჰყვება ორგანული ნივთიერებების წვა ენერგიის და ნედლეულის მისაღებად სამშენებლო მასალების, კომპოსტების წარმოებისთვის. საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაცია შეიცავს საყოფაცხოვრებო, საკვებისა და სხვა ნარჩენების შეგროვებას, შენახვას, დახარისხებას და, უშუალოდ, გაუვნებლობას და განადგურებას. საბოლოო მიზანია მეორადი ნედლეულის, ენერგიის ან სხვა პროდუქტის მიღება, ასევე მავნე ნივთიერებების განეიტრალება და ეკოლოგიური ბალანსის აღდგენა. ნარჩენების არასწორად უტილიზაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს ან ადამიანის ჯანმრთელობას, აკრძალულია კანონით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024