&
K R

უბ უდ უზ ულ უმ უნ ურ უს უტ უფ უჯ
უტი

უტილიზაცია ჩამდინარე წყლების

საყოფაცხოვრებო, თქეში წვიმების ან სამრეწველო ჩამდინარე წყლების შემადგენლობაში სასარგებლო კომპონენტების გამოყენება ან, გაწმენდის შემდეგ, ამ წყლების გამოყენება მინდვრებისა და ტყის ნარგავების მორწყვის მიზნით. დღეს არსებობს უტილიზაციის რამდენიმე მეთოდი - დეპონირება, დაწვა, პიროლიზი, სასუქების სახით გამოყენება. თითოეულ მათგანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ ყველა ასრულებს მნიშვნელოვან ამოცანას გადაამუშავებს ნალექებს. ზოგიერთს შეუძლია უზრუნველყოს ნედლეულის მოცემა მეორადი გამოყენებისათვის. სამრეწველო ობიექტებიდან ან სამოსახლი შენობებიდან მიღებული ჩამდინარე წყლები მიწის ან წყლის ობიექტებში ჩადინებამდე ექვემდებარება გაწმენდას. წინაპირობაა სიწმინდის ხარისხი, რომელიც 95-98% - ს უნდა შეადგენდეს. დამუშავების პროცესში ჩნდება შლამი, ეს უკანასკნელი წარმოდგენილია წვრილდისპერსული ნაწილაკებით, გადამუშავებული დამაბინძურებლებით, რომლებიც ხელახლა გამოიყენება ან ნადგურდება. ჩამდინარე წყლებიდან მიღებული შლამის განკარგვის მეთოდი განისაზღვრება მისი შემადგენლობითა და წყაროთი. დასავლეთ ევროპაში, ეკოლოგიურად სუფთა მცენარეების მოშენებით სპეციალიზირებულმა ფერმებმა უარი თქვეს ასეთი სასუქების გამოყენებაზე თავიანთ მიწებზე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9