მოქალაქეთა სოციალური უფლებების ერთ - ერთი სახეობა. უზრუნველყოფილია და დაცულია სახელმწიფოს მიერ. ყველას აქვს უფლება ჰქონდეს ხელსაყრელი გარემო, ჰქონდეს სანდო ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ და აუნაზღაურდეს მის ჯანმრთელობასა და ქონებაზე ეკოლოგიური დანაშაულის გამო მიყენებული ზიანი. ეს უფლება მჭიდრო კავშირშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებასთან: ა) ცხოვრობდეს თავისი ჯანმრთელობისათვის უვნებელ და ჯანსაღ გარემოში; - ბ) სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი; გ) მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია თავისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ; დ) მიიღოს გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური განათლება, აიმაღლოს გარემოსდაცვითი ცნობიერების დონე; ე) გაერთიანდეს გარემოსდაცვით საზოგადოებრივ ორგანიზაციებში; ვ) მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვისა და მიღების პროცესში; - ზ) მიიღოს ანაზღაურება მისთვის მიყენებული ზარალისათვის, რომელიც გამოიწვია საქართველოს გარემოს დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსრულებლობამ; თ) სასამართლო წესით მოითხოვოს ეკოლოგიურად საშიში ობიექტების განთავსების, პროექტირების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის შესახებ გადაწყვეტილებათა შეცვლა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024