(ლათინური. cellula, ბერძნ. κύτος) - ელემენტარული ცოცხალი სისტემა, ყველა ცხოველისა და მცენარის სტრუქტურისა და ცხოველმოქმედების საძირკველი, რომელიც მემბრანების, ციტოპლაზმისა და ორგანოიდებისაგან შედგება და ყველა ორგანიზმის (ვირუსებისა და ვიროიდების გარდა, რომელთაც უჯრედული აგებულება არ გააჩნიათ) სტრუქტურის, განვირებისა და სიცოცხლის ფუძეს წარმოადგენს, აქვს საკუთარი მეტაბოლიზმი, შეუძლია დამოუკიდებელი არსებობა, თვითრეპროდუქცია და განვითარება. ბიოლოგიის განხრას, რომელიც უჯრედების სტრუქტურისა და აქტივობის შესწავლას ეხება, ციტოლოგია ეწოდება. ასევე მიღებულია საუბარი უჯრედის ბიოლოგიაზე, ანუ უჯრედულ ბიოლოგიაზე. პირველი ადამიანი, ვინც უჯრედები იხილა (1665 წელს), იყო ინგლისელი ნატურალისტი და გამომგონებელი რობერტ ჰუკი, რომელიც ცნობილია ჰუკის კანონის აღმოჩენით (ინგლისური. Robert Hooke, 1635 - 1703). 1674 წელს ჰოლანდიელმა ნატურალისტმა, მიკროსკოპის დიზაინერმა ანტონი ვან ლეუვენჰუკმა (Antoni van Leeuwenhoek, 1632 - 1723) მიკროსკოპის გამოყენებით პირველად დაინახა "ცხოველები" წყლის წვეთში - მოძრავი ცოცხალი ორგანიზმები (ინფუზორიები, ამებები, ბაქტერიები).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024