&
K R

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს
ფაზ ფაკ ფაუ ფაქ

ფაქტორი ეკოლოგიური

გარემოს ნებისმიერი პირობა (ელემენტი), რომელზეც ცოცხალი არსება რეაგირებს ადაპტაციური რეაქციებით აბიოტური, ბიოტური, ანთროპოგენური ფაქტორები). იგი გარემოს ნებისმიერი ელემენტია, რომელსაც უნარი აქვს უშუალო ან ირიბი გავლენა მოახდინოს ცოცხალ ორგანიზმზე მისი ინდივიდუალური განვითარების თუნდაც ერთ ეტაპზე, ან გარემოს ნებისმიერ პირობაზე, რომელზეც ორგანიზმი ადაპტირებული რეაქციებით პასუხობს. ზოგადად, ფაქტორი - რომელიმე პროცესის მამოძრავებელი ძალა ან სხეულზე გავლენის მქონე პირობაა. გარემოს ახასიათებს ეკოლოგიური ფაქტორების უზარმაზარი მრავალფეროვნება, რომელთაგან ზოგიერთი ჯერ კიდევ უცნობია. ყველა ცოცხალი ორგანიზმი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე განიცდის მრავალი ეკოლოგიური ფაქტორის გავლენას, რომლებიც განსხვავდებიან წარმოშობით, ხარისხით, რაოდენობით, ექსპოზიციის დროით, ე.ი. რეჟიმით. ამრიგად, გარემომცველი გარემო, ფაქტიურად, სხეულზე მოქმედი, ეკოლოგიური ფაქტორების კრებულთა ერთობლიობაა. ყველა ეკოლოგიური ფაქტორი, ზოგადად, შეიძლება დაიყოს ორ დიდ კატეგორიად: უსულო ან ინერტული ბუნების, სხვაგვარად აბიოტურ ან აბიოგენურ და ცოცხალი ბუნების - ბიოტურ ან ბიოგენურ ფაქტორებად. მათი წარმოშობის მიხედვით, ორივე ჯგუფი შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი, ასევე ანთროპოგენური, ანუ ასოცირებული ადამიანის გავლენასთან. ზოგჯერ განასხვავებენ ანთროპულ და ანთროპოგენურ ფაქტორებს. პირველი მოიცავს მხოლოდ ადამიანის პირდაპირ ზემოქმედებას ბუნებრივ გარემოზე (დაბინძურება, რეწვა, მავნებლებთან ბრძოლა), ხოლო მეორე - ძირითადად, გარემოს ხარისხის ცვლილებებთან დაკავშირებულ არაპირდაპირ შედეგებს.
See also: აბიოტური, ბიოტური
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9