(ლათინური. factor - შემქმნელი, პროცესის მიზეზი და ბერძნ. techne - ოსტატობა, ხელობა, genos - გვარი, წარმოშობა) - ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ტექნიკურ საშუალებებთან. სამრეწველო საქმიანობის გავლენა ორგანიზმებზე, ბიოგეოცენოზზე, ლანდშაფტზე, ბიოსფეროზე (ნატურალური ან ბუნებრივი ფაქტორებისგან განსხვავებით). ტექნოგენური ფაქტორი განაპირობებს ტექნოგენეზის გაჩენასა და განვითარებას. ვინაიდან ადამიანის საქმიანობის თითქმის ყველა სფერო სულ უფრო ინდუსტრიულ ხასიათს ატარებს (სამთო და გადამამუშავებელი მრეწველობა, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიები, კომუნალური მომსახურება და სხვა), ტექნოგენური ფაქტორი არსებითად ხდება ანთროპოგენური ფაქტორის სინონიმი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024