(ძველი.ბერძნული. φαινόμενα - ფენომენები, მოვლენები) - მეცნიერება სეზონური მოვლენების შესახებ, მათი წარმოშობის განმსაზღვრელ დროსა და მიზეზებზე. მეცნიერება, რომელიც განიხილავს პერიოდულ ბიოლოგიურ მოვლენებს კლიმატთან კავშირში, განსაკუთრებით სეზონურ ცვლილებებთან დაკავშირებით; კლიმატოლოგიური თვალსაზრისით ეს ფენომენი ადგილობრივი სეზონების და კლიმატური ზონების ინტერპრეტაციას უდევსსაფუძველად და განიხილება, როგორც რიგი ბიოკლიმატური ფაქტორების ინტეგრალური ზემოქმედება. ცოდნის სისტემა და ინფორმაციის კრებული ბუნების სეზონური მოვლენების, მათი დადგომის დროსა და მიზეზების შესახებ, რომლებიც განსაზღვრავს ამ პირობებს, ასევე მეცნიერება ბუნებრივი ობიექტებისა და მათი კომპლექსების სივრცულ - დროითი ციკლური ცვლილებების კანონზომიერების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია დედამიწის ყოველწლიურ მოძრაობასთან მზის გარშემო. სეზონები ფენოლოგიაში შეესაბამება წელიწადის დროს იმ განსხვავებით, რომ სეზონის დასაწყისი და დასასრული განისაზღვრება ბუნებაზე დაკვირვებით და არა კალენდარით. ყოველ სეზონში გამოირჩევა უფრო მოკლე პერიოდი - ფენოლოგიური ფაზები. მათ აქვთ საკუთარი დამახასიათებელი ბუნებრივი ფენომენების (მოვლენების) ნაკრები, რაც შესაძლებელს ხდის ერთი ფაზის განსხვავებას მეორესგან. ტერმინი შემოიღო 1853 წელს ბელგიელმა ბოტანიკოსმა შარლ მორენმა (Charles François Antoine Morren, 1807 - 1858).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024