(ძველი.ბერძნული.φαίνω - ვუჩვენებ და τύπος- ანაბეჭდი) - ორგანიზმის გენეტიკურად განსაზღვრული ნიშნებისა და თვისებების ერთობლიობა. განვითარების გარკვეულ ეტაპზე, პიროვნების თანდაყოლილი მახასიათებლების ერთობლიობა. ფენოტიპი იქმნება (ფენოგენეზის პროცესში) გენოტიპის საფუძველზე, გარემოს რიგი ფაქტორების მონაწილეობით. ფენოტიპში ჰეტეროზიგოტურ ორგანიზმებს დომინანტური გენები უვლინდებათ. ტერმინი შემოიღო დანიელმა ბიოლოგმა ვილჰელმ იოჰანსენმა (დან. Wilhelm Ludvig Johannsen, 1857 - 1927), რომელმაც ის დაუპირისპირა ტერმინ გენოტიპს. განსხვავებით გენოტიპისგან - ორგანიზმის ყველა მემკვიდრეობითი ფაქტორის (გენის) ერთობლიობისა - ფენოტიპი არის ორგანიზმის ყველა, როგორც მორფოლოგიური, ასევე ფიზიოლოგიური, რეალიზებული მახასიათებლების ერთობლიობა. თუმცა, ფენოტიპი არ არის თვისებების უბრალო ჯამი - "ეს არის, იოჰანსენის სიტყვებით, ძალიან დახლართული ურთიერთობის გამოხატულება". ცხოველის ან მცენარის ორგანიზმის კონკრეტული ფენოტიპის განვითარება დამოკიდებულია მის მემკვიდრეობით სტრუქტურაზე (ანუ გენოტიპზე) და გენოტიპის ურთიერთქმედებაზე გარემო ფაქტორებთან. ამგვარი ურთიერთქმედების შედეგად, ერთნაირი გენოტიპის მქონე ინდივიდებს, შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული ფენოტიპები.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024