&
K R

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს
ფიზ ფილ ფიო ფიტ

ფიზიკური დაბინძურება

გარემოს დაბინძურება, რომელიც ხასიათდება მისი ტემპერატურულ - ენერგეტიკული, ტალღური, რადიაციული და სხვა ფიზიკური თვისებების ნორმიდან გადახრებით. ფიზიკური დაბინძურება მოიცავს ხმაურს, ვიბრაციას, ელექტრომაგნიტურ ველებს, რადიოაქტიური ნივთიერებების მაიონებელ გამოსხივებას, სითბურ გამოსხივებას, ულტრაიისფერ და ხილულ გამოსხივებას, რომელიც წარმოიქმნება ანთროპოგენური საქმიანობის შედეგან. ტექნიკურ ლიტერატურაში ამ ჯგუფს ხშირად მოიხსენიებენ როგორც ენერგეტიკულ დაბინძურებას. გარემოს ფიზიკური დაბინძურების ერთ - ერთი სახეობაა - სითბური დაბინძურება, რომელიც ხასიათდება მისი ტემპერატურის პერიოდული ან ხანგრძლივი მატებით ბუნებრივ დონეზე. სითბური დაბინძურების გლობალური ასპექტი ეგრეთ.წოდებული. „სათბურის ეფექტთან“ არის დაკავშირებული. დაბინძურების დაყოფას ფიზიკურ, ქიმიურ, ბიოლოგიურ და ასე.შემდეგ. სახეებად აქვს გარკვეული პირობითობა და შეზღუდვა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9