(ძველი ბერძნული ἀνα-βίωσις, ἀνα-βίωσεως გაცოცხლება, აღდგომა) – ზოგ ორგანიზმში: სასიცოცხლო პროცესის დროებითი შენელება ან შეწყვეტა გარე პირობების შეცვლასთან (მაგალითად., ტემპერატურის ძლიერ დაწევასთან (- 2500 С), უწყლოობასთან) დაკავშირებით; ხელსაყრელი პირობების დადგომასთან ერთად აღდგება ორგანიზმის ცხოველმოქმედება. ანაბიოზი - ეს არახელსაყრელ გარე პირობებთან ორგანიზმის ადაპტაციაა.ზოგიერთ ცოცხალ არსებას მათი სიცოცხლისთვის არახელსაყრელ პირობებში შეუძლია ანაბიოზში გადასვლა. ანაბიოზის თვალსაჩინო მაგალითებია ფოთლოვანი ხეები და ბუჩქები, რომლებიც შემოდგომაზე ფოთლებს კარგავენ და მთელი ზამთარი „შიშველი ტოტებით და ტანით“ დგანან, გაზაფხულზე კი, ისევ ახალი ფოთლებით იმოსებიან. ანაბიოზი დაიკვირვება არსებობის პირობების მკვეთრი გაუარესებისას (დაბალი ტემპერატურა, ტენიანობის ნაკლებობა და სხვა). ხელსაყრელი პირობების დადგომისთანავე ცხოვრების პროცესების ნორმალური დონის აღდგენა ხდება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.