&
K R

აა აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აუ აქ აღ აც
ანა ანთ ანო ანტ

ანაერობები (ანაერობული ორგანიზმები)

( ძვ.ბერძ., αν - უარყ. თავსართი, αέρ - ჰაერი და βιοζ – სიცოცხლე) - მიკროორგანიზმები, რომლებიც ცოცხლობენ მხოლოდ უჰაერო პირობებში, უჟანგბადოდ. ანაერობებია: ზოგიერთი ბაქტერია, ინფუზორია, ჭია (თასმისებრნი, ასკარიდები) და მოლუსკი. განასხვავებენ ობლიგატურ ანაერობებს (რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ უჟანგბადო არეში) და ფაკულტატურ ანაერობებს (რომელთაც ძალუძთ ცხოვრება როგორც უჟანგბადო, ასევე თავისუფალი ჟანგბადის არსებობის პირობებში).ანაერობები მიწისქვეშა წყლების ქიმიური შედგენილობის ფორმირებაში და ევოლუციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ (მაგალითად, სულფატებს გარდაქმნიან სულფიდებში, ხოლო ნიტრატებს – ამონიუმში). ანაერობები სხვადასხვა მოწყობილობებსა და ნაგებობებში ჩამდინარე წყლების გასუფთავების მიზნით გამოიყენება
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9