(გერმანული. Föhn, ლათ.- დან favonius - რომაულის "ზეფირის" ეკვივალენტი) ძლიერი, მძაფრი, თბილი და მშრალი ადგილობრივი ქარი, რომელიც მთებიდან ხეობაში უბერავს. გავრცელებულია ყველა მთიან რაიონში (კავკასია, ალპები, კარპატები, ჰიმალაები, პამირი და სხვა.). მთებიდან ცივი ჰაერი სწრაფად ეშვება შედარებით ვიწრო მთათაშორის ხეობებზე, რაც იწვევს მის ადიაბატურ გათბობას, განსაკუთრებით შიდაკონტინენტალურ რეგიონებში, სადაც ღრუბლიანობა დაბალია და მზიანი დღეების რაოდენობა დიდია (წელიწადში 250-დან). ყოველ 100 მ დაშვებაზე ჰაერი თბება დაახლოებით 1°C-ით. ჩვეულებრივ, ფიონის ქარები ერთ დღეზე ნაკლებს ძლებს, მაგრამ ხანდახან ხანგრძლივობა 5 დღეს აღწევს და ტემპერატურისა და ფარდობითი ტენიანობის ცვლილებები შეიძლება იყოს სწრაფი და მკვეთრი. ფიონი არის ეგრეთ წოდებული მთა - ველის ტემპერატურის ინვერსიის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ჰაერის ტემპერატურის მატებას მთების ფერდობებზე დაახლოებით 1500 -1650 მეტრი. სიმაღლებამდე. ეს ფენომენი დაკავშირებულია ცივი ჰაერის სწრაფვით დაიკავოს დედამიწის ზედაპირის ყველაზე დაბალი არე. ფიონები განსაკუთრებით ხშირია გაზაფხულზე, როდესაც ჰაერის მასების ზოგადი ცირკულაციის ინტენსივობა მკვეთრად იზრდება. ფიონისგან განსხვავებით, როდესაც მკვრივი ცივი ჰაერის მასები შემოიჭრება, წარმოიქმნება ბორა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024