მცენარეების გავლენა. იგი გამოიხატება ზრდისა და განვითარების პროცესების ჩახშობაში ფესვების სეკრეციით (ეგზომეტაბოლიტებით), თესლის გაღივების და ფესვთა სისტემების ზრდის დათრგუნვით და ფიტონციდების (არასტაბილური ნივთიერებების) გამოყოფით, რომლებიც აფერხებენ სხვა ორგანიზმებს. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ყველა მცენარე არ ეგუება ერთმანეთს ერთ თაიგულში (ჩიტის ალუბალი და ტიტები). ტროპიკულ ტყეებში იზრდება "მახრჩობელა" ლიანები, რომელიც ხის ტოტზე შემოხვეული თანდათან იკუმშება და ახშობს მას. ზოგიერთი მცენარე, სხვებზე დასახლებული, პარაზიტდება მათი მასპინძლის წყლისა და საკვები ნივთიერებების გამოყენებით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024