&
K R

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს
ფიზ ფილ ფიო ფიტ

ფიტონციდები

(ძველი.ბერძნული. φυτóν - მცენარე და ლათინური. caedo - ვკლავ) - მცენარეთა მიერ გამოყოფილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც კლავენ ან ზღუდავენ ბაქტერიების, მიკროსკოპული სოკოებისა და უმარტივესთა ზრდა - განვითარებას. აღმოაჩინა საბჭოთა მეცნიერმა ბორის ტოკინმა 1928 წელს (Boris Petrovich Tokin, 1900 - 1984). ფიტონციდი მნიშვნელო-ვან როლს თამაშობს ბიოგეოცენოზების ჩამოყალიბებაში (ალელოპათია). ფიტონციდებს შეუძლიათ მცენარეებისათვის პათოგენური მიკროორგანიზმები - ანტაგონისტების ზრდის სტიმულირება, ისინი ასევე მონაწილეობენ მცენარეთა ცხოვრების სხვა პროცესებში. ზოგიერთი ფიტონციდი, რომელსაც აქვს მავნე ზემოქმედება ადამიანისა და ცხოველის პათოგენებზე, შეიძლება გამოყენებულ იქნას მედიცინაში და ვეტერინარიაში. ფიტონციდები გამოიყოფა მცენარეთა ნივთიერებათა ცვლის პროცესში. მისი ძირითადი ნაწილი აქროლადია. ფიტონციდების გამომუშავება მუდმივად არ ხდება. განსაკუთრებით აქტიურად გამოიყოფა მცენარის მექანიკური დაზიანების დროს. ფიტონციდები გლუკოზიდების, ტერაპენოიდების, ალდეჰიდების, ქინონების, მთრიმლავი ნივთიერებებისა და სხვა რთული კომპლექსური ნაერთებია. განასხვავებენ 2 სახის ფიტონციდებს: არაექსკრეტორულსა და აქროლადს. ფიტონციდები მცენარეთა იმუნიტეტის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9