(ძველი.ბერძნული. φυτóν - მცენარე და πλανκτον - მოხეტიალე) - წყლის სვეტში მობინადრე, მიკროწყალმცენარეებისა და მცირე მცენარეული ორგანიზმების ერთობლიობა; მცენარეული პლანქტონი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს ფოტოსინთეზის პროცესი. ფიტოპლანქტონის სწრაფი გამრავლება იწვევს "წყლის ყვავილობას".
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024