(ძველი.ბერძნული. φῠτόν - მცენარე და φαγεῖν - შთანთქმა) - ბალახოვანი ცხოველები. ფიტოფაგები კვების ჯაჭვში არიან ეგრეთწოდებული პირველადი მომხმარებლები (პირველი რიგის კონსუმენტები), ხოლო ეკოსისტემებში - მტაცებლები საძოვრების ტიპის საკვებით. ზოგიერთ ცხოველს შორის აბსოლუტური ფიტოფაგები არ არსებობს, ყველა მათგანი ნაწილობრივ იყენებს ცხოველურ საკვებს (მაგალითად, მცოხნავები შთანთქავენ თავიანთი პროტისტული სიმბიონტების ნაწილს, ჩრდილოეთის ირმები ზოგჯერ ჭამენ ლემინგებს); მაგრამ მცირე ზომის ცხოველების (მწერები, პროტოზოები) მასა, რომლებიც შემთხვევით შეიჭმევიან, ხშირად შეუდარებელია ფიტოფაგების მიერ მოხმარებულ მცენარეების მასასთან. ბალახოვნებს მიეკუთვნება რამდენიმე მრავალფეხიანები (მაგალითად, ივსიაკი), დედამიწის ჭიები და მრავალი გასტროპოდი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024