(ძველი.ბერძნული. φυτóν - მცენარე და κοινός - საერთო) - მცენარეული ოჯახი, რომელიც არსებობს ერთი ბიოტოპის ფარგლებში; მცენარეების ბუნებრივი დაჯგუფება ბუნებაში, რომლებიც ურთიერთქმედებაში არიან ერთმანეთთან და გარემო პირობებთან, მაგალითად, ტყე, წიწვოვანი ტყე, სტეპი, ფრთისებრი ვაციწვერა ბალახიანი სტეპი და ასე.შემდეგ. მას ახასიათებს სახეობების შემადგენლობის ფარდობითი ჰომოგენურობა, ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან მცენარეთა გარკვეული სტრუქტურისა და სისტემის ურთიერთკავშირებით. ტერმინი შემოტანილია რუსი და პოლონელი ბოტანიკოსი და ენტომოლოგი ი. კ. პაჩოსკის (პოლ. Józef (Jyzef) Konrad Paczoski, 1864-1942) მიერ 1915 წელს. ფიტოცენოზები ფიტოცენოლოგიის(გეობოტანიკის) მეცნიერების შესწავლის ობიექტია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024