&
K R

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს
ფლო

ფლორა

(ლათინური. flora - ყვავილების, გაზაფხულის, ახალგაზრდობის რომაული ქალღმერთი) გარკვეული ტერიტორიის ან გეოლოგიური პერიოდის მცენარეული სახეობების ნაკრები; მედიცინაში - მიკროორგანიზმების ნაკრები, რომლებიც ბინადრობენ ნებისმიერ ღრუში (მაგალითად, ნაწლავის მიკროფლორა); - ბოტანიკაში - მცენარეთა სახეობების ისტორიულად ჩამოყალიბებული ნაკრები, რომლებიც ნაწილდება კონკრეტულ ტერიტორიაზე ("საქართველოს ფლორა") ან გარკვეული პირობების მქონე ტერიტორიაზე ("ჭაობის ფლორა") ახლანდელ დროში ან წარსულ გეოლოგიურ ეპოქებში. ბოტანიკის ნაწილს, რომელიც ფლორის შესწავლას ეხება, ფლორისტიკა ეწოდება, ხოლო ფლორისტიკაში სპეციალიზებულ მეცნიერებს - ფლორისტები. ტრადიციულად, ტერმინი "ფლორა" ("მიკროფლორა") ასევე გამოიყენება ადამიანის ან ცხოველის ცალკეული ორგანოსთვის დამახასიათებელი მიკროორგანიზმების ერთობლიობის აღსაწერად (მაგალითად, "ნაწლავის ფლორა", "ადამიანის კანის მიკროფლორა"), ვინაიდან ბაქტერიებსა და სოკოებს ადრე მიაკუთვნებდნენ მცენარეთა სამეფოს. სიტყვა "ფლორა" "მცენარეების ერთობლიობის" მნიშვნელობით პირველად გამოიყენა პოლონელმა იეზუიტ - მისიონერმა და მეცნიერ - ბოტანიკოსმა, რომელიც ძირითადად მოღვაწეობდა ჩინეთში, მიხალ ბოიმმა (პოლ. Michał Piotr Boym-1614-1659) 1656 წელს ვენაში გამოქვეყნებულ ნაშრომში "Flora Sinensis" (ჩინეთის ფლორა).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9