(ფრანგული.fond ლათინურიდან. fundus - ძირი, საძირკველი) - ბუნებრივი კონცენტრაცია ან ეკოლოგიური ფაქტორის გავლენის ხარისხი ცოცხალ ორგანიზმებზე. ბუნებრივი ფონი, როგორც წესი, არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ორგანიზმებზე, გარდა ბიოგეოქიმიური პროვინციებისა ენდემიის გამოვლინებებით. ეკოსისტემების დაბინძურების ხარისხი ხშირად ფასდება ნივთიერების ფაქტობრივი კონცენტრაციის თანაფარდობით ბუნებრივთან (ფონთან). ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ასეთი შედარების პირობითობა, ვინაიდან ადამიანის საქმიანობა გლობალურ მასშტაბს იღებს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024