ქიმიური ელემენტის საშუალო შემცველობა ბუნებრივ სხეულებში (ქანები, ნიადაგები, სილები, თოვლი, მცენარეულობა) მათ ერთგვაროვან არეალში, აშკარა ანომალიებისგან მოშორებით, რომლის შერჩევის კრიტერიუმია მკვლევართა კოლექტიური გამოცდილება. ელემენტის შემცველობა შეიძლება იყოს კლარკის დონის ან, ასევე, უფრო მაღალი ან დაბალი ვიდრე კლარკი. გეოქიმიური ფონის, ან ფონური შედგენილობის გამოვლენა მნიშვნელოვანია სასარგებლო წიაღისეულის საბადოების მოსაპოვებლად გეოქიმიური მეთოდებით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024