ფონური დაბინძურება ფორმირდება დამაბინძურებელი ნივთიერებათა შორ მანძილზე და ადგილობრივი გადატანის გავლენის შედეგად. ამასთან დაკავშირებით, განასხვავებენ დამაბინძურებლების ფონური კონცენტრაციების სხვადასხვა "დონეებს" გლობალურიდან (მთლიანად მთელ მსოფლიოში) ლოკალურ ფონამდე (როგორიცაა, მაგალითად, ფონური კონცენტრაციები ცალკეული ანთროპოგენური წყაროების მოქმედების არეალში). ბუნებრივ ფაქტორებს შორის, კლიმატური პირობების გარდა, ფონური დაბინძურების სიდიდეზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება იქონიოს, მაგალითად, ვულკანურ ამოფრქვევებმა. ექსტრემალური ანთროპოგენური ფაქტორებიდან გამოყოფენ დიდ უბედურ შემთხვევებს (მაგალითად, ჩერნობილის კატასტროფა -1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია), სამხედრო კონფლიქტებს, ტყის ხანძრებს. მსგავსი სურათი ფონური დაბინძურების ფორმირებით ვითარდება მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის პირობებში სხვა ბუნებრივ გარემოში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024