&
K R

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს
ფონ ფორ ფოტ

ფონური კონცენტრაცია ატმოსფეროს დამაბინძურებელი ნივთიერების

ყველა წყაროს მიერ შექმნილი ჰაერის დამაბინძურებლის კონცენტრაცია, განხილულის გარეშე; 1. ატმოსფეროში ან წყალში - ეს არის დამაბინძურებლების კონცენტრაცია, რომელიც შექმნილია ემისიის (ჩაშვების) ყველა წყაროს მიერ, განხილულთა გარდა; 2. ჰაერში ან წყალში - ეს არის კონტროლირებადი ნივთიერებათა კონცენტრაცია, რომელიც განისაზღვრება ანთროპოგენური გამონაბოლქვისა და მეზობელი რეგიონებიდან დამაბინძურებლების შემოტანის გათვალისწინების გარეშე; 3. ჰაერში ან წყალში ნივთიერებების შემცველობის მაჩვენებლები, რომლებიც შეესაბამება მოცემული ტერიტორიისთვის ან წყლის არეალისათვის დამახასიათებელ საშუალო პირობებს, რომლებიც განისაზღვრება გლობალური ან მაკრორეგიონალური ბუნებრივი პროცესებით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9