&
K R

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს
ფონ ფორ ფოტ

ფონური მონიტორინგი

მრავალწლიური კომპლექსური დაკვირვებები ბუნების დაცვის ზონების ცალკეულ ობიექტებზე სამრეწველო და ეკონომიკური საქმიანობისგან დაშორებული ეკოსისტემების მდგომარეობის ცვლილებების შესაფასებლად და პროგნოზირებისთვის. ზოგადად მიღებულია, რომ მონიტორინგის ეს კატეგორია არის გლობალური გარემოსდაცვითი მონიტორინგის სისტემის (GEMS) და ქვეყანაში არსებული გარემოს მდგომარეობისა და დაბინძურების მონიტორინგის ერთიანი სახელმწიფო სისტემის განუყოფელი და არსებითი ნაწილი. ამ კონცეფციის დანერგვის აუცილებლობა დაკავშირებულია დაგეგმილი საქმიანობის შესაბამისად ეკოსისტემებზე ან მათ კომპონენტებზე დასაშვები ზემოქმედების რაოდენობრივ შეფასებასთან. ამისათვის აუცილებელია ვიცოდეთ ეკოსისტემის მდგომარეობა ზემოქმედებამდე. გარემოს ფონური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მონიტორინგი ხორციელდება საბაზო რეგიონალურ სადგურებზე. საბაზო სადგურები გამოიყენება ბიოსფეროს მდგომარეობის შესახებ აუცილებლად საჭირო მონაცემების მოსაპოვებლად, ამიტომ ისინი განლაგდებიან უშუალო ანთროპოგენური ზემოქმედების გარეშე მდებარე ტერიტორიებზე. ამასთან, კვლევისთვის გამოიყენება სახმელეთო და ოკეანის სადგურები. საბაზო სადგურებზე სავალდებულო პროგრამა მოიცავს ნახშირორჟანგის შემცველობის გაზომვას, ატმოსფერული სიმღვრივისა და ნალექების ქიმიური შემადგენლობის (ანიონებისა და კატიონების) განსაზღვრას, აგრეთვე ოზონის, აზოტის დიოქსიდის და სხვა კომპონენტების შემცველობის გაზომვას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9