(ძველი.ბერძნული. φωτός,- სინათლე და περίοδος - წრე, შემოვლა) - ორგანიზმების რეაქცია დღის ხანგრძლივობაზე. ტერმინი "ფოტოპერიოდიზმი" (ინგლ. Photoperiodism) შემოთავაზებულია 1920 წელს ამერიკელი ფიზიოლოგ სელექციონერების უ. გარნერისა და გ. ალარდის მიერ, რომელთაც აღმოაჩინეს ეს რეაქცია მცენარეებში. აღმოჩნდა, რომ მრავალი მცენარე ძალიან მგრძნობიარეა დღის ხანგრძლივობის ცვლილებების მიმართ. ფოტოპერიოდიზმის რეაქციის გავლენის ქვეშ მცენარეები ვეგეტაციური ზრდადან ყვავილობაში გადადიან. მცენარეების ასეთი ადაპტაცია არსებობის პირობებთან მათ საშუალებას აძლევს გადავიდნენ ყვავილობაზე და ნაყოფიერებაზე წლის ყველაზე ხელსაყრელ დროს. გარდა სინათლის რეაქციისა, ცნობილია ტემპერატურის ეფექტებზე რეაქციაც - მცენარეების იაროვიზაცია (ინგლისური. vernalization - გაადრეულება). მცენარეებში ფოტოპერიოდული პირობების აღქმაზე ფოთლების სპეციალური რეცეპტორები(მაგალითად, ფიტოქრომი) არიან პასუხისმგებელი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024