ქლორფთორნახშირბადები, ქიმიურად უკიდურესად სტაბილური ნივთიერებებია, რომლებიც გამოიყენება როგორც მაცივარ აგენტები მაცივრებში და აეროზოლური სათავსების გამავსებლები. ფრეონები არ არიან აალებადი, ქიმიურად ინერტულებია, უსაფრთხოა აფეთქებისთვის. მაგრამ ფრეონის გახურების შემთხვევაში 250 °C-ზე მაღლა წარმოიქმნება მეტად მომწამლელი პროდუქტები, მაგალითად ფოსგენი COCl2, რომელიც პირველი მსოფლიო ომის წლებში გამოიყენებოდა როგორც საბრძოლო მომწამლავი ნივთიერება. სტრატოსფეროში მოხვედრისას, ანადგურებენ იქაურ ოზონურ ფენას (იხ.ოზონის ხვრელი). 1928 წელს, კორპორაცია General Motors Research – ის ამერიკელმა ქიმიკოსმა, ტომას მიდგლიმ (ინგლისური. Thomas Midgley, 1889 - 1944), შეძლო თავის ლაბორატორიაში გამოყოფა და სინთეზირება ქიმიური ნაერთისა, რომელსაც მოგვიანებით "ფრეონი" დაარქვეს. ფრეონები - უფერო აირები ან უსუნო სითხეებია. კარგად ხსნადია არაპოლარულ ორგანულ გამხსნელებში, ძალიან ცუდად - წყალში და სხვა პოლარულ გამხსნელებში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024