&
K R

ქა ქე ქვ ქი ქლ ქრ ქს ქუ ქც
ქალ ქაო ქარ

ქაოსის თეორია

რთული და სადავო მათემატიკური თეორიაა, რომელიც ცდილობს ახსნას, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ფაქტორები. ქაოსის თეორია იუწყება, რომ რთული სისტემები უკიდურესად დამოკიდებულია საწყის პირობებზე, და მცირე ცვლილებებმა ბუნებრივ გარემოში შეიძლება გამოიწვიოს არაპროგნოზირებადი შედეგები. თეორიის პიონერები არიან ფრანგი ფიზიკოსი და ფილოსოფოსი ანრი პუანკარე (ფრანგული. Jules Henri Poincaré, 1854 - 1912), საბჭოთა მათემატიკოსები ა. ნ. კოლმოგოროვი (Andrey Nikolaevich Kolmogorov, 1903 – 1987) და ვ.ი. არნოლდი (Vladimir Igorevich Arnold, 1937 - 2010) და გერმანელი, ამერიკელი და შვეიცარიელი მათემატიკოსი იუ. კ. მოზერი (გერმ. Jürgen Kurt Moser, 1928 - 1999), რომელთაც შექმნეს ქაოსის თეორია. მათი გვარების დახმარებით შექმნილ აბრევიატურას "კამ" ეწოდა (კოლმოგოროვი არნოლდი - მოზერის თეორია. კვლევის სფეროს, რომელიც აკავშირებს მათემატიკასა და ფიზიკას, წარმოადგენს კომპლექსურ სისტემებს. ასეთი სისტემების მაგალითებია ატმოსფერო, ტურბულენტური ნაკადები, გულის არითმიის ზოგიერთი ტიპი, ბიოლოგიური პოპულაციები, საზოგადოება, როგორც საკომუნიკაციო სისტემა და მისი ქვესისტემები: ეკონომიკური, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური (კულტურულ - ისტორიული და კულტურათშორისი) და სხვა სოციალური სისტემები. მათ შესწავლას, არსებული რეკურენტული თანაფარდობების ანალიტიკურ კვლევასთან ერთად, ჩვეულებრივ თან ახლავს მათემატიკური მოდელირება. ქაოსის თეორიაში პირველი რეალური ექსპერიმენტი ჩაატარა ამერიკელმა მეცნიერმა -მათემატიკოსმა და მეტეოროლოგმა ედვარდ ლორენციმ (Edward Norton Lorenz, 1917 - 2008). ლორენცი მუშაობდა განტოლების სისტემასთან, ამინდის პროგნოზირებისთვის. მან დაადგინა, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტორებმა შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს საერთო შედეგზე. ქაოსის თეორია იკვლევს მცირე მოვლენების შედეგებს, რამაც შეიძლება მკვეთრი გავლენა მოახდინოს, ერთი შეხედვით, არახშირი მოვლენების შედეგებზე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9