&
K R

ქა ქე ქვ ქი ქლ ქრ ქს ქუ ქც
ქალ ქაო ქარ

ქარბუქი მტვრიანი

ნიადაგის ზედა ჰორიზონტის რღვევა ძლიერი ქარის მიერ და ნიადაგის ნაწილაკების ნაკადის ეროზიის ცენტრიდან სხვადასხვა მანძილზე გადატანა. მტვრიანი ქარბუქები უზარმაზარ ტერიტორიებს მოიცავენ და პერიოდულად მეორდებიან. ატმოსფერული ფენომენი - ქარის მიერ დიდი რაოდენობით მტვრის ნაწილაკების (ნიადაგის ნაწილაკები, ქვიშის მარცვლები) ქარის მიერ დედამიწის ზედაპირიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლის ფენაში გადატანის სახით, ჰორიზონტალური ხილვადობის მნიშვნელოვანი გაუარესებით. ამასთან, დაიკვირვება მტვრის (ქვიშის) აწევა ჰაერში და, ამავდროულად, მისი დალექვა დიდ ტერიტორიაზე. მოცემულ რეგიონში ნიადაგის ფერზე დამოკიდებულებით, შორეული ობიექტები მონაცრისფრო, მოყვითალო ან მოწითალო ელფერს ღებულობენ. ის ჩვეულებრივ ნიადაგის მშრალი ზედაპირის და ქარის 10მ/წმ ან მეტი სიჩქარის პირობებში ჩნდება. ხშირად ვითარდება წლის თბილ სეზონში უდაბნოსა და ნახევრად უდაბნოს რეგიონებში. "საკუთრივ" მტვრიანი ქარბუქის გარდა, ზოგიერთ შემთხვევაში უდაბნოებისა და ნახევრად უდაბნოების მტვერი შეიძლება დიდხანს იყოს შეკავებული ატმოსფეროში და მტვრის ბურუსის სახით მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილს მიაღწიოს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9