ქარი წარმოიქმნება ატმოსფეროში წნევის არათანაბარი ჰორიზონტალური განაწილების გამო. ჰაერის მოძრაობაზე მოქმედებს კორიოლისის ძალა, ხახუნის ძალა, მრუდხაზოვანი ტრაექტორიის დროს - ცენტრიდანული ძალაც. ჰაერის მასების ჰორიზონტალური მოძრაობა დედამიწის ზედაპირზე. ჰაერი მუდმივად მოძრაობს და ამის გამო წარმოიქმნება ქარი, რომელსაც აქვს სხვადასხვა მახასიათებლები, როგორიცაა: სიძლიერე, სიჩქარე, მიმართულება და ასე.შემდეგ. არის მსოფლიო მნიშვნელობის ქარები - მუსონები და პასატები. ისინი უბერავენ პარალელებსა და მერიდიანების გავლით. მცირე ტერიტორიებზე ქრის სხვა ქარები - მათ ადგილობრივებს უწოდებენ, მაგალითად, ბრიზები.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024