&
K R

ქა ქე ქვ ქი ქლ ქრ ქს ქუ ქც
ქალ ქაო ქარ

ქარის გაზომვა

ქარი ხასიათდება სიჩქარით (სიძლიერით) და მიმართულებით. მიმართულება განისაზღვრება ჰორიზონტის მხარეებით, საიდანაც ის უბერავს და იზომება გრადუსებში. ქარის სიჩქარე იზომება მეტრ წამებში და კილომეტრ საათებში (მ/წმ, კმ/სთ), ხოლო სიძლიერე - ბალებში. ქარის სიძლიერის (სიჩქარის) ვიზუალური შეფასებისა და ბალებში ჩასაწერად სარგებლობენ ბოფორტის პირობითი სკალით. ბოფორტის სკალა არის თორმეტბალიანი სკალა, რომელიც მიღებულია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ ქარის სიჩქარის მიახლოებითი შეფასებისთვის მისი ზემოქმედებით მიწისზედა ობიექტებზე ან ტალღების სიძლიერით ღია ზღვაზე. ქარის საშუალო სიჩქარეს ღია სწორ ზედაპირზე 10 მეტრის სტანდარტულ სიმაღლეზე აფიქსირებენ. აღნიშნული სკალა შემუშავებულია 1805 წელს ირლანდიელი ჰიდროგრაფის- ბრიტანელი ადმირალის, სამხედრო ჰიდროგრაფისა და კარტოგრაფის ფრენსის ბოფორტის მიერ (ინგლ. Sir Francis Beaufort, 1774 - 1857). 1874 წლიდან ეს კლასიფიკაცია მიღებულია საერთაშორისო სინოპტიკურ პრაქტიკაში ფართო (ხმელეთზე და ზღვაზე) გამოყენებისთვის.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9