ენერგიის ერთ-ერთი უძველესი წყაროა. ძველად მას იყენებდნენ წისქვილებისა და წყლის ამწევი მოწყობილობების სამართავად. ქარის ენერგია პლანეტის ატმოსფეროში მიმდინარე თერმული პროცესების შედეგია. ჰაერის მასების გადაადგილების აქტიური პროცესების მიზეზი არის გაცხელებული და ცივი ჰაერის სიმკვრივის სხვაობა, რაც ნიშნავს, რომ ქარის ენერგიის საწყისი წყაროა მზის ენერგია, რომელიც გამოიყოფა მისი ერთ - ერთი ფორმით - ჰაერის დინების ენერგიით. ქარის ენერგია არის მოძრავი ჰაერის კინეტიკური ენერგია. ქარის სიჩქარე განსაზღვრავს კინეტიკური ენერგიის რაოდენობას, რომელიც შეიძლება გარდაიქმნას მექანიკურ ან ელექტრო ენერგიად.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024