მოცემულ ადგილას მრავალწლიური დაკვირვებათა მონაცემების საფუძველზე ქარის რეჟიმის დამახასიათებელი ვექტორული დიაგრამა. დიაგრამის ცენტრიდან სხვადასხვა მიმართულებით გაშლილი სხივების სიგრძე ამ მიმართულებით ქარის სიხშირის პროპორციულია. ქარის ვარდი - განსაკუთრებული ტიპის ვექტორული დიაგრამაა, რომლის დახმარებით იძლევა ქარის რეჟიმის დახასიათება კონკრეტულ არეალში და გარკვეული დროის განმავლობაში (თვე, წელი ან რამდენიმე წელი). გარეგნულად, ასეთი დიაგრამა ჰგავს მრავალკუთხედს, დაყოფილს რვა (ან მეტი) რუმბად - მსოფლიოს ძირითად მხარეებად. ნებისმიერი ქარის ვარდი აგებულია რეალური მეტეოროლოგიური დაკვირვების საფუძველზე. მრავალკუთხედის სხივების სიგრძის მიხედვით, მარტივად შეიძლება განისაზღვროს გაბატონებული ქარების მიმართულება კონკრეტულ რაიონში (სოფელი, ქალაქი, რეგიონი). ქარის ვარდის აგებას აქტიურად იყენებენ მეტეოროლოგიაში, გეოგრაფიაში, ეკოლოგიაში, აგრონომიაში, მშენებლობაში, სატყეო მეურნეობაში და ასე.შემდეგ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024