ხეების ან ბუჩქების ნარგავების ბუნებრივი ან დაგეგმილი ბარიერი ბაღებისა და მინდვრების ნიადაგის ეროზიისა და ქარის მავნე ზემოქმედების შესამცირებლად, რომელიც ინარჩუნებს ტენიანობას ნიადაგში, იცავს ნათესებს გამოშრობისგან და დასახლებებს მტვრისგან, კვამლისგან და ასე.შემდეგ. ქარსაცავის ზოლები განლაგებულია მოცემულ რაიონში გაბატონებული ქარების პერპენდიკულარულად. ამასთან, ფოთლოვანის გარდა გამოიყენება წიწვოვანი ჯიშები და ბუჩქები.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024