ნახშირორჟანგიდან ორგანული ნივთიერებების სინთეზის პროცესი ამიაკის, გოგირდწყალბადის და სხვა ნივთიერებების დაჟანგვის ენერგიის გამო, რომელიც ხორციელდება მიკროორგანიზმების (ქემოავტოტროფების) მიერ მათი ცხოველმოქმედების პროცესში; ქემოსინთეზი ისეთი პროცესია, რომლის დროსაც ავტოტროფული ორგანიზმები, კერძოდ კი, ბაქტერიები არაორგანულიდან ორგანული ნივთიერების წარმოსაქმნელად მინერალურ ნივთიერებათა დაჟანგვის შედეგად გამოყოფილ ენერგიას იყენებენ. ქემოსინთეზის უნარი გააჩნია: - რკინაბაქტერიებს, გოგირდბაქტერიებს, აზოტფიქსაციის ბაქტერიებს, ნიტრიფიკაციის ბაქტერიებს. ეს მოვლენა 1887 წელს რუსი მეცნიერი მიკროორგანიზმებისა და მიკრობიოლოგიის ეკოლოგიის დამფუძნებლის ს. ნ. ვინოგრადსკის (რუსული. Сергей Николаевич Виноградский,1856 - 1953) მიერ იყო აღმოჩენილი. მიკროორგანიზმებს, რომლებსაც შეუძლიათ ქემოსინთეზი, ვინოგრადსკი ანორგოქსიდანტებს უწოდებდა. სახელწოდება ქემიოსინთეზი შემოიღო 1897 წელს, მცენარეთა ფიზიოლოგიის შესწავლით დაკავებულმა, გერმანელმა ქიმიკოსმა და ბოტანიკოსმა ვილჰელმ პფეფერმა (გერმ. Wilhelm Friedrich Philipp Pfeffer; 1845 - 1920).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024