(ქემოავტოტროფები - ბერძნული. chemeia - ქიმია, trophe - კვება) - ორგანიზმები, რომლებიც ასინთეზებენ ორგანულ ნივთიერებებს არაორგანულიდან ამიაკის, წყალბადის სულფიდის და სხვა ნივთიერებების დაჟანგვის ენერგიის გამო, რომლებიც გვხვდება წყალში, ნიადაგში და წიაღში; - ქემოტროფები - ორგანიზმები, რომლებიც, სინათლის ენერგიის გამოყენების უნარის მქონე ფოტოტროფებისგან განსხვავებით, იღებენ ენერგიას ჟანგვით - აღდგენითი რეაქციების შედეგად, ამასთან ისინი ჟანგავენ ენერგიით მდიდარ ქიმიურ ნაერთებს (როგორც არაორგანულს -მაგალითად, მოლეკულური წყალბადი, გოგირდი, ისე ორგანულს - ნახშირწყლები, ცხიმები, ცილები, პარაფინები და უფრო მარტივი ორგანული ნაერთები), გამონაკლისს წარმოადგენს „არარედოქსული“ მექანიზმები, როდესაც დეკარბოქსილირების რეაქციების შედეგად წარმოიქმნება პროტონის ელექტროქიმიური გრადიენტი (PMF, proton motive force), ან ნატრიუმის ელექტროქიმიური გრადიენტი (SMF, sodium motive force).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024