&
K R

ქა ქე ქვ ქი ქლ ქრ ქს ქუ ქც
ქიმ

ქიმიური ელემენტების მობილურობა

ქიმიური ელემენტების მყარი ფაზის შედგენილობიდან თხევად ფაზაში გადასვლის უნარი. მობილურობის კონცეფცია განუყოფლად უკავშირდება ქიმიური ელემენტების მიგრაციის უნარს, რადგან ხსნარში შესვლისას მათ შეუძლიათ: ლანდშაფტში გადაადგილება, ვარდნა ნალექში, აორთქლება ატმოსფეროში და იყვნენ მცენარეების მიერ მოხმარებული. ქიმიური ელემენტების მობილურობა ან ინერტულობა კონკრეტულ ფიზიკურ და ქიმიურ გარემოში განისაზღვრება შიდა და გარე ფაქტორების კომბინაციით. შიდა ფაქტორები მოიცავენ თავად ელემენტის თვისებებს: ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და გარეგანი - გარემოს პარამეტრებს. ქიმიური ელემენტების განაწილება დედამიწაზე მთლიანობაში და ცალკეულ გეოსისტემებში განისაზღვრება ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური, ხოლო თანამედროვე ეპოქაში ასევე ანთროპოგენური პროცესების კომბინაციით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9