(ძველი.ბერძნული. χρῶμα - ფერი და σῶμα - სხეული) - ცალკეული დნმ - ის მაკრომოლეკულა, რომელიც სტრუქტურულადაა ორგანიზებული და მოთავსებულია უჯრედის ბირთვში. ადამიანის უჯრედი შეიცავს ქრომოსომის 23 უნიკალურ წყვილს, რაც შეადგენს ადამიანის უჯრედის გენომს. ქრომოსომები - ნუკლეოპროტეინის სტრუქტურები ევკარიოტული უჯრედის ბირთვში, რომელშიც კონცენტრირებულია მემკვიდრეობითი ინფორმაციის უმეტესი ნაწილი და რომლებიც განკუთვნილია მისი შენახვის, განხორციელებისა და გადაცემისთვის. ქრომოსომების ნათლად გარჩევა სინათლის მიკროსკოპის ქვეშ მხოლოდ უჯრედების მიტოზური ან მეიოტური გაყოფის პერიოდშია შესაძლებელი. უჯრედის ყველა ქრომოსომის ნაკრები, რომელსაც ეწოდება კარიოტიპი, არის სახეობის სპეციფიკური მახასიათებელი, რომელიც ინდივიდუალური ცვალებადობის შედარებით დაბალი დონით ხასიათდება. ტერმინი თავდაპირველად შემოთავაზებული იყო ეუკარიოტულ უჯრედებში ნაპოვნი სტრუქტურების აღსანიშნავად, მაგრამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ბაქტერიულ ან ვირუსულ ქრომოსომებზე. აქედან გამომდინარე, ითვლება, რომ უფრო ფართო განსაზღვრას წარმოადგენს ქრომოსომის განმარტება, როგორც სტრუქტურა, რომელიც შეიცავს ნუკლეინის მჟავას და რომლის ფუნქცია არის მემკვიდრეობითი ინფორმაციის შენახვა, რეალიზაცია და გადაცემა. ევკარიოტული ქრომოსომები არის დნმ - ის შემცველი სტრუქტურები ბირთვში, მიტოქონდრიაში და პლასტიდებში. პროკარიოტული ქრომოსომები არის დნმ-ის შემცველი სტრუქტურები უჯრედში ბირთვის გარეშე. ვირუსების ქრომოსომები არის დნმ ან რნმ-ის მოლეკულა კაფსიდში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024