ურთიერთდაკავშირებული მილების (დრენაჟების) ფართო სისტემა, რომლებიც დახრილია წყალმიმღებისკენ (არხის, თხრილის, წყალსაცავის, სადრენაჟო ჭის) ნაგებობის (ნაკვეთის) გარშემო ან მის გასწვრივ. თითოეულ სადრენაჟო მილს აქვს კედლებზე ხვრელების სპეციალური ქსელი, რომელიც მდებარეობს ერთმანეთისგან გარკვეულ მანძილზე. ასეთი მილების სისტემა შთანთქავს წყალს მიწიდან და გამოყოფს მას ტერიტორიის გარეთ. ამრიგად, ღვარცოფგამტარი სისტემები ასრულებენ ტერიტორიის წყალმიმღებისა და წყალარინების აუცილებელ ფუნქციას. ასეთი სისტემა ბევრია. მათი ძირითადი ელემენტია სანიაღვრე - მიწისქვეშა გადინება წყლის შეგროვებისა და ჩაშვებისთვის.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024