დედამიწის ზედაპირიდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მეთოდი ღია ცის ქვეშ მაღაროების გამოყენებით. სამთო სამუშაოები, რომლის დროსაც ყველა საწარმოო პროცესი, რომელიც აუცილებელია დედამიწის წიაღიდან მინერალების ამოღების მიზნით, ხორციელდება უშუალოდ დედამიწის ზედაპირიდან. წიაღისეული საბადოს ფორმისა და პოზიციიდან გამომდინარე დედამიწის ზედაპირთან მიმართებაში, საბჭოთა სამთო ინჟინერის, აკადემიკოს ვ.ვ. რჟევსკის (რუს. Рже́вский Влади́мир Васи́льевич, 1919 - 1992) კლასიფიკაციის მიხედვით, არსებობს ღია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ხუთი ძირითადი სახეობა: - ზედაპირული, სიღრმისეული ტიპი, სამთამადნო ტიპი, სამთამადნო სიღრმისეული ტიპი, წყალქვეშა მოპოვება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024