&
K R

ყა ყვ ყი ყუ
ყამ

ყამირი მიწები

(ყამირი) - ბუნებრივი მცენარეულობით დაფარული მიწები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე არ იყო დამუშავებული. ისინი შეიცავენ ჰუმუსის გაზრდილ რაოდენობას ფესვის ფენაში, სათანადო დამუშავებით მათ შეუძლიათ კარგი მოსავალი გამოიღონ, გარდა იმ ადგილებისა, რომელთა ნიადაგი საჭიროებს მორწყვას, დრენაჟს და დემარილიზაციას. შესაბამისი სამელიორაციო ღონისძიებების გატარების შემდეგ ისინიც ერთვებიან მოსავლის როტაციაში. ყამირი მიწების ძირითადი სახეები: სტეპი; სამხრეთით სტეპების და ნახევრად უდაბნოების ყამირი; ჭალის, ჭაობების ყამირი მიწები; მშრალი მდელოებისა და საძოვრების ყამირი მიწები; მცირე ტყეებითა და ბუჩქებით დაკავებული ყამირი მიწები.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9