დიდი კვეთის ვერტიკალური ან დახრილი სამთო შურფი, რომელიც გადის დედამიწის ან მიწისქვეშა ამონაყარების ზედაპირიდან. სიღრმე ჩვეულებრივ ასობით მეტრს შეადგენს. იგი წარმოადგენს დერეფნებისა და გალერეების მთელ წყებას, რომელიც განთავსებულია მიწისქვეშეთში რამოდენიმე დონეზე. სიღრმე 57-200 მ-მდეა, საერთო სიგრძე კი, რამოდენიმე კილიმეტრია. ტრადიციულად, შახტა ეწოდება ქვანახშირის ან ნავთობის ფიქლის მიწისქვეშა მოპოვების მიზნით არსებულ საწარმოს. შახტა შეიცავს ზედაპირულ შენობებსა და მოწყობილობებს, მათშორის: - საყრდენებს, შახტისზედა შენობებს, მთავარ ვენტილაციურ დანადგარებს, გამაფხვიერებელ და დამახარისხებელ ქარხნებს, საწყობებს და რიგ კომპლექსს, რომელიც განკუთვნილია საბადოების ასამუშავებლად შახტის მოედნის ფარგლებში. მძლავრ საბადოებზე მომუშავე შახტების მომსახურების ვადა აღწევს 50-70 წელს ან მეტს. ოქროსა და ბრილიანტების მოპოვების ცალკეული მაღაროების სიღრმე 4 კილომეტრსაც კი, აღწევს
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics oღონისძიებათა სისტემა რესურსების რაციონალური გამოყენების უზრუნველსაყოფად, მათში ეროვნული ეკონომიკის მოთხოვნილებების ზრდის დასაკმაყოფილებლად, ძირითადად ეკონომიისა და რესურსების დამზოგავ ტექნოლოგიების ხარჯზე, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის წარმოებას საწვავისა და ენერგიის სხვა წყაროების და აგრეთვე ნედლეულის, მასალის, ჰაერის, წყლისა და, ტექნოლოგიური მიზნებისათვის საჭირო, სხვა რესურსების მინიმალურად დაბალი მოხმარებით.f Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,